ევროპარლამენტის წევრებს თანამდებობის დატოვების შემდეგ შესაძლოა ორი წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ
ევროპარლამენტის წევრებს თანამდებობის დატოვების შემდეგ შესაძლოა ორი წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ. „კატარ გეითის“ სკანდალის გამო საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი, ლობირებისა და გამჭვირვალობის წესების ცვლილების შესახებ 14 ინიციატივის წარდგენას აპირებს. ახალი წესებით თანახმად, ევროპარლამენტის დეპუტატებს აეკრძალებათ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არაოფიციალური მეგობრობის ჯგუფების შექმნა, გამჭვირვალე გახდება მათი დამატებითი შემოსავლებიც.
