ნიკა მელიას შურისძიება
ნაციონალებმა ერთმანეთს ორი ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს, თუმცა არც ერთი ფიგურანტი ამ ჩანაწერების ნამდვილობის დადგენას არ ითხოვს. ეს კი იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ორივე აუდიო მასალა დამაჯერებელია. უფრო მეტიც, სკანდალური ჩანაწერების ნამდვილობაში ეჭვი თავად ნაციონალურ მოძრაობას არ შეაქვს. ესპერტიზის ჩატარებისკენ რადიკალებს კი მმართველი გუნდი მოუწოდებს. დღეს ტელეკამერებთან ნაცმოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე გამოჩნდა, თუმცა არაფერი თქვა. სიმართლის გარკვევა არ სურს გიული ალასანიასაც. ამასობაში ნაციონალური მოძრაობა მარტივ მამრავლებად დაშლას განაგრძობს. თუ ადრე ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერების გავრცელებით ოპონენტებს აშანტაჟებდნენ, ახლა სააკაშვილის რეჟიმის სტრატეგია შიდა ბრძოლისთვის, ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
