რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაციაზე მუშაობენ
რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაციაზე მუშაობენ. პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში ოთხივე ქუჩაზე განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცე, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. გზის საფარის დაგებამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კომპანია „რუსთავის წყალმა“ ძირითადი სამუშაო უკვე დაასრულა.