სვანეთი "გემოფესტს" მასპინძლობს
მესტიაში დილიდან ხალხმრავლობაა. ღია ცის ქვეშ მოწყობილია კვების სივრცეები, სადაც ფესტივალის მონაწილეები სტუმრებს სვანურ კერძებს სთავაზობენ, მათ შორის ნაკლებად ცნობილ და კერძების თანამედროვე ვარიაციებს. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, აგროტურიზმის განვითარება.
