დავით ბაქრაძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე
რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა - საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებები - სწორედ ამ თემებზე ისაუბრა გაეროს მაღალი ტიბუნიდან საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ. ქართველმა დიპლომატმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კანონის უზენაესობის დაცვისა და გაძლიერების აუცილებლობა ყველა სახელმწიფოს თანაბრად ეხება. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები უხეშად ირღვევა, რაც მუდმივად საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას.
