სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ნიკა მელია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს
სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ნიკა მელია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე შიდაპარტიული არჩევნების ფარგლებში კახეთში შეხვედრებს მართვას. მელია მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ კვლავ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას. ეს იმ ფონზე, როდესაც აუდიო ჩანაწერმა, რომლის ნამდვილობაც დადასტურებული არ არის, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მელია დუმს. მისი მომხრეები კი ნაციონალური მოძრაობიდან ღიად ამბობენ, რომ ამ ჩანაწერების უკან მერაბიშვილ -კეზერაშვილის კლანი დგას.
