სტიქიის შედეგები
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა - წყლისა და ბუნებრივი აირის მილები. დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ძლიერმა ქარმა ასობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დატოვა, დაზიანებულია ავტომობილები. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა გურიაში. შემთხვევა დღეს დილით სოფელ ლესაში მოხდა. სამტრედია - გრიგოლეთის მაგისტრალზე მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
