გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მესტიაში „გემო ფესტი" იწყება
გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მესტიაში „გემო ფესტი" იწყება. მოეწყო კვების სივრცეები, სადაც ფესტივალის მონაწილეები სტუმრებს სვანურ კერძებს შესთავაზებენ, გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებიც. ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ სტუმრებს იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძებიც შესთავაზონ. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეე-ოჯახების ხელშეწყობა და ტურისტების მოზიდვა
