საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა. შენობის ხუთი ოთახი თემატურ სივრცეებად დაიყო: პოეტის ბავშვობა და ოჯახი, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიური სივრცე, ცისფერყანწელების დარბაზი და პაოლოს ოთახი. შეგროვდა და დამუშავდა საარქივო და ფოტომასალა, შესაბამისი ეპოქის ავეჯი და რელიკვიური ნივთები. იაშვილის მშობლიური სახლის სახლ-მუზეუმად მოწყობის მიზნით სამუშაოები კულტურის სამინისტროს ინიციატივით გასული წლის აპრილში დაიწყო.
