სკანდალური აუდიოჩანაწერის ნამდვილობა გიული ალასანიას არ აინტერესებს
სკანდალური აუდიოჩანაწერის ნამდვილობა გიული ალასანიას არ აინტერესებს. ჩანაწერი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა, ექსპერეზიდენტის დედა კი მასში მხოლოდ ინტრიგას ხედავს. აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. შეგახსნებთ, ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე, რუსეთის ფაქტორზე, ახსენებს გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილს.
