სტიქიას ებრძვიან დასავლეთ საქართველოში
. ძლიერმა ქარმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლების, სკოლების, ბაღებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები დააზიანა. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. მეოთხე დღეა, ძლიერი ქარია ქუთაისსა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. სტიქიის შედეგად რეგიონში 600- მდე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა 150 სოფელში რჩება. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 15 იანვრიდან ვარაუდობენ.
