უამინდობა საქართველოში
ქვეყნის მასშტაბით სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში ასეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში, მაგისტარლზე მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სინოპოტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართელოში ძლიერი ქარია, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი თოვლის სახით დღესაც შენარჩუნდება.
