ვითარება უკრაინაში
ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება - ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ქალაქს მისი მებრძოლები აკონტროლებენ, უკრაინის თავდაცვა და ადგილზე მყოფი სამხედროები კი აცხადებენ, რომ სოლედარი ჯერ ისევ იგერიებს მტრის შეტევებს. საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქი ნანგრევებად არის ქცეული. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულების მასშტაბი, შესაძლოა ბუჩაში დაფიქსირებულს აღემატებოდეს.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები