ევროპარლამენტის წევრებს, შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ 2 წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ
გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მიმდინარე კვირაში უნდა წარადგინოს ევროპარლამენტის ლობირებისა და გამჭვირვალობის წესების ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები ე.წ. კატარ გეითის კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.