მეორე დღეა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან
სამეგრელო, იმერეთი და გურია - უკვე მეორე დღეა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ძლიერმა ქარმა მოსახლეობას რეგიონებში პრობლემები შეუქმნა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოჯახები დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. სტიქიის გამო, გურიაში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პრემიერის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო 15 იანვრისთვის გადაიდი.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
