ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხს გამოეხმაურა
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გამოეხმაურა. სტეფანე კალაიჯიშვილის განცხადებით, პატიმრისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნა სასჯელის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების შესახებ, გაუგებარია. სასულიერო პირი ამ კონტექსტში პოლარიზაციის პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას.
