სტიქიის შედეგად ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ადამიანია დაშავებული
ამდროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. თოვისა და ძლიერი ქარის გამო რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არ მიეწოდება.
