ომი უკრაინაში
უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში, ბრძოლები გრძელდება. ამ დრომდე ვერც მოსკოვში და ვერც კიევში დანამდვილებით ვერ ამბობენ, ვინ აკონტროლებს ქალაქ სოლედარს. უკრაინის გენშტაბი ახალი ფართომასშტაბიანი იერიშისთვის ემზადება. სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიზანია, დონბასზე სრული კონტროლის დამყარება, შემდეგ კი, შეტევა ზაპოროჟიეს ოლქზე.
