საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ
საოკუპაციო ხაზთან, ნიკოლოზ სამხარაძემ მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა პარლამენტში, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.
