არსებობს თუ არა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტაივანში შეჭრის საფრთხე
ამ თემაზე კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშკარაა რომ ტაივანის სრუტესთან , ისევე როგორც კუნძულის გარშემო, გაზრდილია ჩინეთის სამხედრო აქტივობა. თუმცა პენტაგონის ხელმძღვანელი არ ფიქრობს, რომ ეს აუცილებლად სამხედრო ესკალაციაზე მიანიშნებს. ვითარების შესაძლო გამწვავება მას შემდეგ გახდა განხილვის საგანი, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, ბოლო 4 კვირის განმავლობაში უკვე ორჯერ, კუნძულის გარშემო სამხედრო სწავლება ჩაატარა.
