აშშ-იაპონიის სამხედრო თანამშრომლობა
ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ ვაშინგტონში, შტატებისა და იაპონიის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც ამერიკული მედია იუწყება, თანამშრომლობის გაძლიერება იაპონიის სამხრეთში მდებარე კუნძულ ოკინავაზე ამერიკელი სამხედრო წარმომადგენლობის დარეგულირებას მოიცავს.
