გასული წლის მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავის ღირებულება ლარზე მეტად არის შემცირებული
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, გასული წლის მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავის ღირებულება ლარზე მეტად არის შემცირებული. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, შესაძლოა ბაზარზე ადგილი ჰქონდეს კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას. მოკვლევა უკვე დაწყებულია და შედეგები კი თებერვალში გახდება ცნობილი.
