მშობლების მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე დასკვნით ეტაპზეა
დღეს მხარეებმა საბოლოო სიტყვა თქვეს. ბრალდებული კი საკუთარ პოზიციას 18 იანვარს გაახმოვანებს. გამოძიების მიხედვით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
