უამინდობა საქართველოში
თოვისა და ძლიერი ქარის გამო რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, გზები და ავტომანქანები. რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არ მიეწოდება. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
