რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული არმიის სარდალი ვალერი გერასიმოვი გახდა
რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული არმიის სარდალი, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, ვალერი გერასიმოვი გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი კი გერასიმოვის სამი მოადგილიდან ერთ-ერთის თანამდებობას დაიკავებს. ის ასევე რჩება საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურად.
