ლიეტუვა და პოლონეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებენ
ორი ქვეყნის პრეზიდენტები საგანგებო ვიზიტით ლვოვში ჩავიდნენ და უკრაინელ კოლეგას შეხვდნენ. ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვილნიუსი კიევს საზენიტო სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს. პოლონეთის ლიდერი კი უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემას დაპირდა.
