ოთარ შამუგია ღვინის ლაბორატორიაში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის ლაბორატორიაში იმყოფებოდა. ოთარ შამუგიამ უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა დაათვალიერა, მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს გაეცნო. მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინის იმიჯი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება. გაზრდილი ექსპორტის პირობებში კი ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
