ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტი
პარლამენტში შეხვედრების შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის წევრები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ჩავლენ და ვითარებას ადგილზე პირადად გაეცნობიან. ასევე შეხვედრა გაიმართება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. მოისმინენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას.
