ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია. ეს კომენტარი ფრანს ტიმერმანსმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, გაწევრიანების კუთხით რა ნაბიჯებია მოსალოდნელი 2023 წელს, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით თავად ევროკავშირმაც განსხვავებული გეზი აიღო, რაც ჯერ თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა გაიაზროს. ფრანს ტიმერმანსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს და არ შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე ომში გამარჯვებას არ მოიპოვებს.
