ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს სწავლობს
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს სწავლობს. ისინი გასული წლის ნოემბრამდე „პენ ბაიდენის ცენტრში“ ინახებოდა. მოკვლევაში გამოძიების ფედერალური ბიუროც ჩაერთო. დოკუმენტების გადახედვა გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდსაც სთხოვეს. თავად ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
