ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი 14 იანვრამდე შენარჩუნდება
ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი 14 იანვრამდე შენარჩუნდება. ინტენსიური თოვის გამო გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. კახეთისგან განსხვავებით, ძლიერი ქარით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან ზუგდიდსა და სამტრედიაში. სტიქის ზონებში რეგიონების მერები და გუბერნატორები შესაბამის სამსახურებთან ერთად მოსახლეობას ინტენსიურად ეხმარებიან. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
