ბრძოლა წესების გარეშე - შიდა კლანური დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"
ბრძოლა წესების გარეშე - შიდა კლანური დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში. ნიკა მელია ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ აღარ ჩანს. დღეს არც ლევან ხაბეიშვილი გამოჩენილა. ორად გაყოფილ პარტიაში დუღილის ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ უკვე ერთმანეთის საჯარო შეურაცხოფასაც აღარ ერიდებიან. როგორც ჩანს კომპრომატებით ბრძლა მხოლოდ ხაბეიშვილი-მელიას ხელწერა არ იქნება და შიდაპარტიულ ომში კიდევ ბევრი სიბინძურე ამოტივტივდება. პარტიაში მოღალატეების ძებნაც დაიწყეს.
