რუსული არმია ხერსონსა და ხარკოვის ოლქებს ბომბავს
რუსული არმია ხერსონსა და ხარკოვის ოლქებს ბომბავს. პარალელურად, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის ოლქში. ვითარება ბახმუტსა და სოლედარში იმდენად მძიმეა, რომ ქუჩის ბრძოლები უწყვეტად მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ძნელი სათქმელია, ვინ აკონტროლებს სოლედარს. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ შენობები ქალაქში ხელიდან ხელში გადადის. სოლედარის აღება არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
