ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოქმედებს
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ინტენსიური თოვის შედეგად გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. კახეთისგან განსხვავებით ძლიერი ქარით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან ზუგდიდსა და სამტრედიაში. წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, ქარმა ელექტროგდამცემი ხაზები და საახალწლო განათებებიც დააზიანა. ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი 14 იანვრამდე შენარჩუნდება. სტიქის ზონებში იმყოფებიან მერები და გუბერნატორები ისინი ადგილზე ეცნობიან ვითარებას, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
