პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩთან გაცნობით შეხვედრა გამართა
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩთან გაცნობით შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხში.
