ბევერლი-ჰილზში ოქროს გლობუსით დაჯილდოების მე-80 ცერემონია გაიმართა
ბევერლი-ჰილზში ოქროს გლობუსით დაჯილდოების მე-80 ცერემონია გაიმართა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო დრამატული ფილმი გახდა “ფეიბელმენსები“. ფილმის ავტორმა სტივენ სპილბერგმა „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო. საუკეთესო ქალ მსახიობად ქეით ბლანშეტი აღიარეს, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ტიტული კი წილად ხვდა ოსტინ ბატლერს. საპატიო ჯილდოები გადაეცათ მსახიობ ედი მერფის და პროდიუსერ რაიან მერფის. კინოფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც თავისუფალ სამყაროს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ცერემონიაზე ოსკაროსანმა მსახიობმა შონ პენმა წარადგინა.