უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებები პოლიტიკურ წრეეებში ისევ განხილვის საგანია
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებები პოლიტიკურ წრეეებში ისევ განხილვის საგანია. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები ამბობენ, რომ ეს განცხადება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი იყო. მმართველ პარტიაში კი კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რატომ არ გაითვალისწინებენ ანდრეი კასიანოვის მოთხოვნას. ცნობისათვის, 2 დღის წინ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. მოთხოვნა „ჯაველინის“ სისტემებსაც მოიცავდა.
