სკანდალური აუდიო ჩანაწერის გავრცელებიდან მესამე დღეს ნიკა მელია ისევ დუმს
სკანდალური აუდიო ჩანაწერის გავრცელებიდან მესამე დღეს ნიკა მელია ისევ დუმს. ამ ჩანაწერის ნამდვილობა, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობის მოქმედმა თავმჯდომარემ უნდა დაადასტუროს ან უარყოს, თუმცა ნიკა მელია მედიასთან ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. მანამდე კი მელიას მხარდამჭერები პირდაპირ ამტკიცებენ, რომ ამ აუდიო ჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილ - კეზერაშვილის კლანს უკავშირდება. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები არ უკვირთ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ფარული ჩანაწერები სწორედ მათი ოპონენტების ხელწერაა. შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში, სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
