ომი უკრაინაში
უკრაინის ომში ყველაზე ცხელი წერტილი ახლა დონეცკის ოლქია. ბახმუტსა და სოლედარში ინტენსიური ქუჩის ბრძოლები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ვითარება იმდენად რთულია, რომ რუსეთსაც და უკრაინასაც ამ მიმართულებით, დამატებითი ნაწილების გადასროლა უწევთ.
