კამპანია საქართველოს წინააღმდეგ
კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - გადამდგარი ამერიკელი გენერალი ქვეყანას უკრაინის გვერდით დგომას უწუნებს. ბენ ჰოჯესისთვის არც ჰუმანიტარული დახმარებაა საკმარისი და არც ის სხვა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქმედებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება მოძმე ხალხის სოლიდარობის მიზნით აკეთებდა და აკეთებს. კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც ჰოჯესი საქართველოს აკრიტიკებს, ანაკლიის პორტია და მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრასაც აანონსებს. ექსპერტების ნაწილისთვის ბენ ჰოჯესი პენსიაზე მყოფი, გადამდგარი გენერალია, რომლის განცხადებებიც საეჭვოდ ემთხვევა რადიკალების ტონს. მისი განცხადებები მიუღებელია მმართველი გუნდისთვისაც.
