„ნაცმოძრაობის“ შიდა ომი ბინძური მეთოდებით
ნაცმოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლები ბინძური მეთოდებით უკვე ერთმანეთს ებრძვიან. დანაშაულებრივი ქცევა, როგორიც იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისეთად დარჩა. ნიკა მელიას კლანი, ფარული აუდიონაწერის გავრცელებაში ხელს ვანო მერაბიშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს ადებს. თავად მელია ჯერ დუმს. შიდაპარტიული ბრძოლა კი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით გრძელდება. აუდიომასალაში, რომელიც სავარაუდოდ, 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ არის ჩაწერილი, ნაც-მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე სააკაშვილს აგინებს და შანტაჟზე საუბრობს. ქეთევან გრიგორაშვილის რეპორტაჟი.
