გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე, პოზიცია ბრალდებულმაც დააფიქსირა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია. მას ბრალი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - ტარების ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
