კალიფორნიაში წყალდიდობას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
კალიფორნიაში წყალდიდობას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 100 ათასზე მეტი ოჯახი კი ამ დრომდე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. მონტესიტოში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე დასახლება, მათ შორის სანტა ბარბარა.
