პერუში შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა
პერუში აქციის მონაწილებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებას 17-მდე ადამიანი შეეწირა, ათობით კი დაშავდა. არეულობა ქალაქ ხულიაკაში მოხდა. დეკემბერში ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილო დააკავეს. მას შემდეგ მისი მომხრეები სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. დემონსტრაციები ძირითადად შეტაკებებით სრულდება.
