ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტები
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ჯო ბაიდენის სავარაუდო გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს სწავლობს. ამერიკული მედიის ინფრომაციით, იუსტიციის დეპარტამენტმა პოტენციურ საიდუმლო მასალებს პრეზიდენტის ყოფილ ოფისში ნოემბერში, შუალედური არჩევნების ჩატარებამდე მიაგნო. ისინი ჯო ბაიდენის პენსილვანიის ანალიტიკის ცენტრში, ერთ-ერთ კარადაში იყო დამალული. მსგავსი ტიპის გამოძიება თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც წარიმართა. გამოძიების მიხედვით, პრეზიდენტობის შემდეგ მან გასაიდუმლოებული დოკუმენები ფლორიდაში, საკუთარ სახლში წაიღო.
