საქართველოს ბუკისა და ჯაველინის სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღი - თავდაცვის სამინისტროს განცხადება
საქართველოს ბუკისა და ჯაველინის სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია. განცხადება თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განმარტავენ რომ ბუკის სისტემა უწყებამ 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. 2017 წელს, კი სამინისტრომ, ამერიკისგან ანტისატანკო სისტემების "ჯაველინის" შესყიდვის მიზნით, ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღითა და ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, სამინისტრო ამბობს რომ თემაზე მთავრობის მკაფიო პოზიცია არაერთხელ გახმოვანდა.
