ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია
ის შეერთებულ შტატებში ორლანდოს მახლობლად მდებარე საავადმყოფოში მოათავსეს. ბრაზილიის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ბოლსონარუს ცნობით, ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში მუცლის არეში ტკივილის გამო გადაიყვანეს. საერთაშორისო მედია, ბოლსონარუს ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
