არეულობა ბრაზილიაში
ბრაზილიაში, ჟაირ ბოლსონარუს მომხრეების მიერ კონგრესისა და სხვა სამთავრობო შენობების შტურმის შემდეგ, სამართალდამცველებმა ათას 500-მდე ადამიანი დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ქვეყნის პარლამენტის, შემდეგ უზენაესი სასამართლოს შენობასა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების ნაწილი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს.
