უკრაინისთვის გასაგზავნი ტანკები უკვე მზადაა ჩეხეთში
უკრაინისთვის გასაგზავნი ტანკები უკვე მზადაა ჩეხეთში. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინელი სამხედროებისთვის გასაგზავნ ტანკ ტე-72-ს „უკრაინის მამაც დამცველებს“- მიაწერა. „დავწერე მოკლე სურვილი მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის ტანკ ტე-72-ზე, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ დაწერა სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრემიერმა.
