ოკუპანტებმა, ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს
გავრცელებული ინფრორმაციით, ჭურვი საცხოვრებელი კვარტლის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა. რასაც კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი მოჰყვა. ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ. ინტერნსიურად იბომბება ლუგანსკის ოლქი. ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა სოფელ ნევსკოეს დაბომბვას, ორიც დაშავდა. ბრძოლა მიმდინარეობს სოფელ ნოვოსელოვსკოესთვის. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები ხარკოვსა და დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში.
